დამხმარე ზონა - ახალციხიდან ვარძიამდე EnglishGeorgianRussian

ბორჯომი
ბაკურიანი
ქვაბისხევი
აწყური
ახალციხიდან ვარძიამდე
აბასთუმანი
საირმე-ბაღდათი
ნუნისი
მარელისი
სურამი



ახალციხიდან ვარძიამდე

მეორე დიდი ქალაქი რეგიონში არის ახალციხე. ქალაქის ძველ ნაწილში საინტერესოა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი რაბათში. მუზეუმი გაწვდით ინფორმაციას არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიუყლ ისტორიაზე რეგიონში.

საფარის მონასტერი ქალაქის სამხრეთით 10 კილომეტრში მდებარეობს. 12 ტაძრისაგან შემდგარ მონასტერში უდიდესია წმინდა საბას სახელობის, რომელიც XIII-XIV საუკუნეებს ეკუთვნის. ტაძრის ორნამენტები, დეკორაციები და ფრესკები ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

გზა ახალციხიდან ვარძიამდე სავსეა ისტორიული ძეგლებით. აღმოსავლეთის მიმართულებით 60კმ ვარძიამდე, შუასაუკუნეების კლდეში ნაკვეთი ქალაქი, გზად ვარძიისკენ თქვენ შეხვდებით ხერთვისის ციხესიმაგრეს, რომელიც ერთ-ერთი ძველი საფორთიფკაციო ნაგებობაა საქართველოში.

გააგრძელებთ რა გზას ხერთვისის ციხის შემდეგ თქვენს წინ მალე გადაიშლება კლდეში ნაკვეთი ქალაქის ხედი. თამარ მეფეს ამ კლდეებში ქონდა გამოქვაბულების სისტემა, ოქროს ხანის პერიოდში კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიაში ცხოვრობდა 50 000-ზე მეტი ადამიანი.

დასავლეთის მიმართულებით დაახლოებით 12 კმ სავალზე, მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ, მწვანე გორაკის თავზე შეამჩნევთ ზარზმის მონასტერს. მონასტერი მე-14 საუკუნისაა და მიმდებარე ადგილი არის სოფელი ზარზმა. ეკლესიის არქიტექტურა არის ტაძრის მშენებლობის ხელოვნების შუასაუკუნეების საბოლოო ნიმუში. არც ისე შორს მონასტრიდან, მთაში, პატარა ველზე თქვენ ნახავთ ახალ რესტავრირებულ ჭულეს მონასტერს.