თავფურცელი
 ისტორია და ბუნება
 მომსახურება
 მარშრუტები
 დამხმარე ზონა
 ბმულები და წიგნები
 ღამისთევის ადგილი
 კონტაქტი
National Park For Kids
  ტურისტული მარშრუტები EnglishGeorgianRussian

რთული, მაგრამ ღირს ამად: ეროვნულ პარკში ლაშქრობა!

ეროვნული პარკის სალაშქრო ბილიკების ქსელი საშუალებას იძლევა მოეწყოს როგორც ერთდღიანი ასევე რამდენიმე დრიანი ტურბი. ბილიკების სიმაღლე მერყეობს 800 დან 2642მ სიმაღლემდე. გირჩევთ ლაშქრობას ეროვნული პარკის გიდთან ერთად.



გადაიწერე ტურისტული მარშრუტები სრულ ზომაში (JPEG image, 2048x1500px, 686 Kb)

1 ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი
მრავალფეროვანი ბილიკი, რომელიც კვეთს ეროვნულ პარკს ლიკნიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 39-41 კმ.
ორი ღამისთევა ეროვნულ პარკში. ლომის მთის და სახვლარის ტურისტულ თავშესაფრებში.
I დღე - დაახლოებით 5 საათი, II დღე - დაახ. 6,5 საათი. III დღე - 2 საათი.
ერთდღიანი ლაშქრობა შესაძლებელია ლომის მთის მცველთა თავშესაფრამდე. (დაახ. 4 საათი). შეიძლება ლაშქრობაში VI მარშრუტის კომბინირება.
2 ანდრია პირველწოდებულის ბილიკი
ბილიკი ეროვნული პარკს აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით) კვეთს. გაივლის ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს - მთა სამეცხვარიოს (2642 მ.) 2-3 ღამისთევა: ამარათის ტურისტულ თვშესაფარში, დიდი სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში და მცველთა თავშესაფრებში ან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 49-51 კმ. I დღე დაახ. 6 საათი, II დღე - 4-4,5 საათი (დამოკიდებულია ღამისთევის ადგილზე). III დღე დამოკიდებულია ღამეს სად გაათევთ.
3 პანორამების ბილიკი
რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით აწყურის მცველთა საგუშაგოდან ამარათის ტურისტული თავშესაფრის გავლით. ერთი ღამისთევა.
მარშრუტის ხანგრძლივობა: I დღე - 16 კმ. 6 საათი. II დღე - 18 კმ, 6 საათი.
4 ხელუხლებელი ტყის ბილიკი
უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნული პარკს კვეთს. ნუნისის მცველთა საგუშაგოდან (ხარაგაულის რაიონი) ზანავის მცველთა საგუშაგომდე (ბორჯომის რაიონი) ან პირიქით. განსაკუთრებით გირჩევთ დეკის ყვავილობის დროს. (აპრილი-მაისი). ღამისთევა ნუნისის მცველთა საგუშაგოსთან კარავში.
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12-13 კმ. დაახ. 6 საათი.
5 ზეკარის უღელტეხილის ბილიკი
აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: 9-10 კმ. დაახ. 4-4,5 საათი. ერთი ღამისთევა დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში.
ეროვნული პარკის გადაკვეთა მთის ველოსიპედით შესაძლებელია აბასთუმნიდან ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.
6 ნაკვალევის ბილიკი
ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკნიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
მარშრუტის ხანგრძლივობა: (ერთი მიმართულებით) 12 - 13 კმ, დაახ. 6 საათი.
7 ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი
საგანმანათლებლო ბილიკი იწყება ეროვნული პარკის ბორჯომის ადმინისტრაციიდან.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 3 კმ. დაახ. 1,5 საათი.
ბილიკის გასწვრივ განლაგებულია 9 სტენდი, რომლებიც სხვადასხვა თემას ეხება: რას წარმოადგენს ეროვნული პარკი, ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა, მცენარეული საფარი, ტრადიციული გამოყენების ზონა და სხვა. ინსტალაციებთან მცირე სირთულეც ელით მოლაშქრეებს: უნდა გამოიცნონ სად ნადირობს მსხვერპლზე მთის არწივი ან კიდევ უნდა ააწყონ მოძრავი ინსტალაცია, რომელიც ეროვნული პარკის ცხოველებზეა: რომელი კვალი რომელ ცხოველს ეკუთვნის? ბილიკზე ლაშქრობა შესაძლებელია მარტო ან ეროვნული პარკის გიდთან ერთად.
8 მეღრუკის ხეობა
წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით (სტეფურის ჭალა)
მარშრუტის ხანგრძლივობა: 5,5 კმ დიდი სახვლარიდან, დაახ 3 საათი.
9 მწყემსების ბილიკი
ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტულ თავშესაფრებს.
მარშრუტის ხანგრძლივობა: 14 კმ, დაახ. 5,5 საათი.
ეროვნულ პარკში ყოფნის დროს

გახსოვდეთ, რომ იმყოფებით დაცულ ტერიტორეიაზე. გთხოვთ მოიქცეთ შესაბამისად და პატივი სცეთ ეროვნულ პარკს, რომელიც წარმოადგენს მრავალი სახეობის არსებობის ბუნებრივ გარემოს. გახსოვდეთ ბევრი სახეობისათვის ეს პარკი წარმოადგენს ერთადერთ თავშესაფარს. მკაცრადაა აკრძალული ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები. ნუ დატოვებთ, დაწვავთ ან დამარხავთ ნაგავს პარკის ტერიტორიაზე. ცეცხლის დანთება ნებადართულია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე. ცეცხლი არ დატოვოთ დანთებული. თავშესაფრებში და საგუშაგოებში მოწევა აკრძალულია. გთხოვთ დაიცვათ სისუფთავე და წესრიგი. და ბოლოს, ნუ იხმაურებთ, არამედ დატკბით ბუნების უმშვენიერესი ხმებით.

დანართი  © 2006, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი