თავფურცელი
 ისტორია და ბუნება
 მომსახურება
 მარშრუტები
 დამხმარე ზონა
 ბმულები და წიგნები
 ღამისთევის ადგილი
 კონტაქტი
National Park For Kids
  მომსახურება და ინფრასტრუქტურა EnglishGeorgianRussian

მომსახურება

ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობები მდებარეობს ბორჯომსა და ხარაგაულში. დამატებითი ინფორმაციის მიღება ბილიკების, ღამისთევის და მისასვლელების შესახებ შეგიძლიათ პარკის ვიზიტორთა სამსახურში და ტუროპერატორებთან თბილისში (კონტაქტი), გარდა ამისა, ისინი დაგეხმარებათ ეროვნულ პარკში ვიზიტის დაგეგვმაში.

ეროვნული პარკი გთავაზობთ ტურისტულ მარშრუტებს და დამატებით საინფორმაციო მასალებს, ასევე ეროვნული პარკის ადგილობრივი გიდის ორგანიზებას.



რეგიონში დამატებითი ტურისტული მომსახურებების ორგანიზება როგორიცაა ადგილობრივი ტრანსპორტი და ცხენების გაქირავება შესაძლებელია რომელიმე ქართველი ტურ-ოპერატორის მიერ (კონტაქტი) ან შეგიძლიათ თვითონ რეგიონში.

სასტუმროები და მცირე რესტორნები არის ბორჯომში, ბაკურიანში და აბასთუმანში. ხარაგაულის რაიონში კი შესაძლებელია ღამისთევა კერძო ოჯახში ან ეროვნული პარკის მარელისის სასტუმროში (ღამისთევა).

ბილიკები და თავშესაფრები

ამჟმად პარკის ტერიტორიაზე 9 ოფიციალური ტურისტული ბილიკი ფუნქციონირებს. ბილიკების გასწვრივ განლაგებულია ტურისტული თავშესაფრები, რომლებიც ელემენტარულადაა აღჭურვილი. უბრალოდ საჭიროა თან იქონიოთ საძილე ტომრები. თავშესაფარში არაა საჭმლის მოსამზადებელი საშუალება. მხოლოდ ცეცხლის დანთების შესაძლებლობაა.

ბილიკების ახლოს და პარკის შესასვლელბში მოთავსებულია მცველთა თავშესაფრები და საგუშაგოები, რომელთა გამოყენებაც ღამისთევისათვის შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში.

პარკის შესასვლელბში მოწყობილია საპიკნიკე და კარვების გასაშლელი ადგილები, ადგილები ცეცხლის დასანთებად და მანქანების გასაჩერებლად.

ჩვენ გირჩევთ თქვენი ლაშქრობის პერიოდში გამოიყენოთ ეროვნული პარკის გიდების მომსახურება.





წელიწადის დრო

ბილიკების უმრავლესობა მოქმედია აპრილ-მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე. ისინი განსხვავდება სიგრძის, ხანგრძლივობისა და სირთულის მიხედვით. ასე რომ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ტური მათი გემოვნებისა და ფიზიკური შესაძლებლობის მიხედვით შეარჩიონ. საუკეთესო დრო მცენარეთა მოყვარულთათვის ივნისია, როდესაც ყვავილების ზღვა ეგებება პარკის მოლაშქრეებს. განსაკუთრებული სანახავია დეკის ყვავილობა ხარაგაულის მხარეს აპრილ-მაისში. საოცარი პეიზაჟები ელით ფოტოგრაფებს სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც ხედები იცვლება შავი ზღვიდან დიდ კავკასიონამდე და როდესაც ყოველი ფოთოლი ყვავილია.

დანართი  © 2006, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი